„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვის თაობაზე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრამდე გუნდში სერიოზული პრობლემა და დაპირისპირება იყო და არსებობდა „ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო“ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ „თავისუფალ კენჭისყრაზე დაყენებულიყო ეს გადაწყვეტილება“.
„გუნდში გვქონდა სერიოზული პრობლემა. იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო და ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ოპონენტების წისქვილზე დაასხამდა წყალს - ის, რომ უმრავლესობა დაშლილიყო, შეფერხებულიყო ჩვენი ყველაზე დიდი ინსტიტუტის, პარლამენტის მუშაობა“, განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ ამჟამად უმრავლესობის დაშლის საფრთხე „ნამდვილად არ არსებობს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.