ნინო გოგუაძე: პრემიერ-მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა
01-09-2015, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ ნინო გოგუაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა თავისი გუნდის ყოფილი წევრს - თამარ ბერუჩაშვილს, რაც ძალიან ცუდია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.


ასე გამოეხმაურა გოგუაძე პრემიერ-მინისტრის განცხადების იმის შესახებ, რომ სურს, საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას უკვე ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.


"მე ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება ჯერ არ მომისმენია. პრემიერ-მინისტრი ტოტალურ შეურაცხყოფას და უპატივცემულობას ამკვიდრებს ქვეყანაში და შეურაცხყოფს არამარტო ოპოზიციას, არამარტო ჟურნალისტებს, არამედ, სამწუხაროდ, საკუთარი გუნდის წევრებსაც. იმ ადამიანს, რომელიც გუშინ მისი გუნდის წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ჩემი აზრით, საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა და ეს ძალიან ცუდია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ღარიბაშვილს არ ესმის, რომ ამით შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს", - განაცხადა გოგუაძემ.


რაც შეეხება ზოგადად, საკადრო ცვლილებების შეფასებას, "თავისუფალი დემოკრატების" აზრით, მასში არანაირი პოლიტიკა არ ჩანს.


"პრემიერ-მინისტრის ახსნა, გიორგი კვირიკაშვილი იმიტომ გადაიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრად, რომ ინვესტიციებს მოიზიდავს, არის სრულიად მცდარი. საგარეო საქმეთა მინისტრი კი არ იზიდავს ინვესტიციებს, არამედ - სახელმწიფო და სახელმწიფოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და სტაბილურობა. გიორგი კვირიკაშვილი იყო ერთადერთი ადეკვატური მინისტრი მთავრობის მთელ ეკონომიკურ გუნდში, რომელიც შექმნილი ეკონომიკური ვითარების სირთულეს არ გაურბოდა და აღიარებდა, რომ დიახ, საქართველოს ეკონომიკაში არის პრობლემები. ახლა ეს ერთადერთი ადეკვატური მინისტრი, გაუგებარია რატომ, გადაიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად და დანიშნეს ბატონი ქუმსიშვილი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა. რა თქმა უნდა, გიორგი კვირიკაშვილიც არ იყო პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ 3 წელი იყო მთავრობაში და პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. ქუმსიშვილი საერთოდ არ არის პილოტიკური ფიგურა და ამ მთავრობას საერთოდ არა აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ძალიან ცუდია. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა, რომელიც თვითონ არ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებებს, რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, განწირულია წარუმატებლობითვის", - განაცხადა გოგუაძემ და დასძინა, რომ დღევანდელი ცვლილებები მიუთითებს, რომ მთავრობაში უპასუხისმგებლობა გრძელდება.


ipn.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი