სად ხართ ეროვნული ცნობიერების პიროვნებებო, ჯგუფებო, ორგანიზაციებო, პარტიებო, განა არ იცით, რომ ქვეყნის ქოც-ნაცებისგან გადარჩენა მხოლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლით არის შესაძლებელი?! 2020-ის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უეჭველად ჩატარდება! პროპორციული სისტემით თუ შერეულით, მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგანაც ქოცხელისუფლების რეიტინგი უმდაბლეს წერტილზეა, ხოლო რევანშისტ ნაცებს ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს, ოღონდ ხალხს ალტერნატიული ეროვნულ ძალთა ალიანსი უნდა შესთავაზოთ! დიახ, ეროვნულო ძალებო დროულად, უახლოეს 2 თვეში გაერთიანდით და ქართველ ერს ქოც-ნაცების ალტერნატივა, თქვენი ერთობა დაანახეთ! ეროვნულო ძალებო იცოდეთ, რომ თუ არ და ვერ გაერთიანდებით, თუ ვერ ამაღლდებით საკუთარ ამბიციებზე, აუცილებლად პასუხსაგებთ საქართველოს ისტორიის წინაშე, რადგანაც ქოცებს და ნაცებს, თუ მათ ანასხლეტებს დაუტოვებთ ქართველ ერს საჯიჯგნად!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.