თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი შოთა მანელიძე გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და მის გასაჩივრებას აპირებს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ძენახვა - ტარებასთან ერთად, გამოძიება კვიციანს სამართალდამცველებზე თავდასხმასაც ედავება. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, დაკავებული პატიმრობაში ყოფნის დროს, პოლიციელებს თავს დაესხა.
დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი 13 ნოემბერს დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.