სოფელ ქვედა ცაგერში, აეროპორტის ტერიტორიაზე, ტრადიციული მუნიციპალური საცხენოსნო შეჯიბრება /დოღი/ გაიმართა.
ღონისძიება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით და კომპლექსური სასპორტო სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობდა 12 საუკეთესო მხედარი მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.
ასპარეზობაში სოფელ ნასპერიდან გენადი ფრუიძემ გაიმარჯვა.
მეორე ადგილზე გავიდა აჩიკო ჩიქოვანი სოფელ გვესოდან.
მესამე ადგილი კი წილად ხვდა შოთა გასვიანს სოფელ უცხერიდან.
ასპარეზობის გამარჯვებულ გენადი ფრუიძეს გარდამავალი თასი და ფულადი ჯილდო მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ გადასცა.
მეორე და მესამე ადგილებზე გასული მხედრები შესაბამისი ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ და სასპორტო სკოლის დირექტორმა კობა ქომეთიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.