ცაგერში, პროექტის - GRETA ჰაბი | ჯანსაღი გასტრონომიისა და ორგანული პროდუქტების ჰაბი მთაში - პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით ხორციელდება,რომლის ფარგლებში ზემო სვანეთში, რაჭა -ლეჩხუმში და ზემო იმერეთში 6,8 მილიონი ევრო დაიხარჯება.
GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას

„GRETA ჰაბი" -ს პრეზენტაციას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ავსტრიის ელჩი არად ბენკო, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების წახალისება და მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელ რეგიონად ჩამოყალიბება,რაც თავის მხრივ, სტიმულს მისცემს ტურიზმის განვითარებას, ამ ორი სფეროს სინქრონული განვითარება მოგვცემს ორმაგ ფინანსურ ბენეფიტს, რაც აისახება მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

გრეტას პროექტი აგებულია სწორედ ამ ძირეულ კონცეფციაზე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის სახელმწიფოებს და მოვუწოდო ჩვენი რეგიონის მოსახლეობას პროექტში აქტიურად ჩართულობისკენ" -აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას.
ფესტივალზე საგამოფენო დარბაზში ორგანული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.