ნუკრი ქანთარია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სწავლის საშუალება მიეცეთ, თან გარკვეული ბარიერი გადალახეს
01-09-2015, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვფიქრობ, რომ თუკი არის ოდნავი შანსი კანონი არ დაირღვეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სწავლის საშუალება მიეცეთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა.


"ვფიქრობ, რომ თუკი არის ოდნავი შანსი კანონი არ დაირღვეს და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ბავშვები არ დაიჩაგრონ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სწავლის საშუალება მიეცეთ. ეროვნული გამოცდების სპეციფიკაში არ ვიცი, რა და როგორ არის. იქ საკმაოდ გამოცდილი ხალხია და ვფიქრობ, რომ მათი გადაწყვეტილება ობიექტური იქნება. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ ისინი არ ითხოვენ მარიხუანის ლეგალიზაციას, ისინი ითხოვენ, რომ ისწავლონ, თან გარკვეული ბარიერი გადალახეს. თუ ამის საშუალება არის და ამით არ დაირღვევა გარკვეული პრინციპები, მე მგონი, რომ ასეთი რამ საერთოდ ახალგაზრდების მხარეს უნდა გადაწყდეს", - განაცხადა ქანთარიამ.


აბიტურიენტებმა გუშინ განათლების სამინისტროსთან აქცია დაიწყეს, რომელიც შემდეგ შიმშილობის აქციაში გადაიზარდა. სამინისტროსთან შეკრებილები აცხადებდნენ, რომ მათ ეროვნული გამოცდების კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ. მათივე ინფორმაციით, ასეთი 700-მდე აბიტურიენტია.


აქციის მონაწილეები სამინისტროსგან მეორადი ჩარიცხვების განხორციელებას ითხოვდნენ. აბიტურიენტების ნაწილი განათლების სამინისტროს შენობასთან აქციის გამართავს დღესაც გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი