„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს „ეშინია ნორმალური არჩევნების და უნდა არანორმალურ ვითარებაში არჩევნები“.
უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილის „შემდგომი მცდელობა იქნება მღელვარების, არეულობის, ხალხის დაზაფვრის ფონზე, ვადამდელი არჩევნების არსებული სისტემით“ ჩატარება.
„აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალას გაცხადებული აქვს, რომ გვჭირდება პროპორციული არჩევნები და ეს არჩევნები ჯერ კიდევ მიუღწეველია. რატომ? იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს გაუჩნდა შიში იმისა, რომ პროპორციული არჩევნებით იგი ძალაუფლებას სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაკარგავდა. მან დაინახა, რომ პროპორციული არჩევნებით, როგორც მინიმუმ, ვინმესთან ძალაუფლების გაყოფა მოუწევდა და ერის მამა-მარჩენლობის იდეა-ფიქსით შეპყრობილი ადამიანები, და ბიძინა ივანიშვილი არ არის, ვინც ვნახეთ ასეთი ჩვენს ქვეყანაში, მერე ხდებიან აი, ამ საკითხში შეურაცხადნი, რომ ვერ იაზრებენ, რომ ამ სრულ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულებები, რაც უფრო დიდხანს ჩაებღაუჭებიან, მით უფრო მაღლიდან დაენარცხებიან ხოლმე ძირს და ქვეყანასაც უკან წევენ.
„ახლა უყურეთ. მას შემდეგ, რაც 113 ხმით რომ იყო საჭირო გადაწყვეტილების მიღება, ეს ვერ მოგროვდა და აი, მაჟორიტარები ამიჯანყდნენ და ვერ დავარწმუნეო, ამას გვეუბნება ჩვენ ჭარბი ავტორიტეტით თვითაღჭურვილი ადამიანი ხომ?! და ახლა საკუთარი ბანკის თანამშრომელსაც ვეღარ არწმუნებს თურმე რაღაცაში, მაგრამ ეს გვერდზე გადავდოთ. და აი, ამ კრიზისულ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მხრიდან იყო, არის და რჩება ეს ძირითადი მოთხოვნა, პროპორციული ვადამდელი არჩევნები დროებითი მთავრობის და საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულთა გამოშვება - ეს ერთიანი კონტექსტია - და რას ვთავაზობთ? ის რაც 101 ხმით ვერ გადაწყდა, 76 ხმით შეიძლება რომ გადაწყდეს [ე.წ. გერმანული მოდელი].
ვხედავთ, რომ ივანიშვილს არ უნდა პროპრციული სისტემით არჩევნები და უნდა არსებული სისტემით არჩევნები. მას ეშინია ნორმალური არჩევნების და უნდა არანორმალურ ვითარებაში არჩევნები, ამიტომ, მე ჩემი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ მისი შემდგომი მცდელობა იქნება მღელვარების, არეულობის, რაღაც ხალხის დაზაფვრის ფონზე, ვადამდელი არჩევნები არსებული სისტემით. მე მგონია, რომ ჩვენ მას აქეთ კი არ უნდა წავაყვანინოთ საქმე, ის უნდა შემოვატრიალოთ აი, ამ საერთო-ეროვნული მოთხოვნით, რომ ჩვენ გვინდა პროპორციული ვადამდელი არჩევნები და არა უბრალოდ ისეთი ვადამდელი, რომელიც მას უნდა“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.