თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური მთავრობის პირობებში ჩატარებას ითხოვენ
17-11-2019, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლის უკან ქართული ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები დგანან, ხელისუფლებისაგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური მთავრობის პირობებში პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ეს აქციები გაგრძელდება დიდხანს“, სანამ მიღწეული არ იქნება მათი მოთხოვნა და რუსთაველის გამზირზე მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივიდეს.

 


გიორგი ვაშაძე: „ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამთავროთ. დღეიდან იწყება დიდი სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა. სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ გამარჯვებას, ჩვენ არ დავიშლებით“.

 


გიგი უგულავა: „შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. მორალური კრიზისია ქვეყანაში. ივანიშვილი უნდა წავიდეს. სანამ ეს არ მოხდება, აქციები არ დასრულდება“.

 


„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის შიშის გამო არ უნდა პროპრციული სისტემით არჩევნების ჩატარება და არსებული სისტემით აპირებს არჩევნების ჩატარებას.

 


„მას ეშინია ნორმალური არჩევნების და უნდა არანორმალურ ვითარებაში არჩევნები, ამიტომ, მე ჩემი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ მისი შემდგომი მცდელობა იქნება მღელვარების, არეულობის, რაღაც ხალხის დაზაფვრის ფონზე, ვადამდელი არჩევნები არსებული სისტემით. მე მგონია, რომ ჩვენ მას აქეთ კი არ უნდა წავაყვანინოთ საქმე, ის უნდა შემოვატრიალოთ აი, ამ საერთო-ეროვნული მოთხოვნით, რომ ჩვენ გვინდა პროპორციული ვადამდელი არჩევნები და არა უბრალოდ ისეთი ვადამდელი, რომელიც მას უნდა“, აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 


პარლამენტის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ძალებია მობილიზებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი