„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იწყებენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას.
„ერთი ადამიანი დგას აქ, რომელმაც 7 წლის განმავლობაში რამე იხეირა, თუ არ არის ფარცხალაძე და მსგავსების დაჯგუფების წევრი, ერთი დამანახეთ, სად არის ეს ხალხი? ის ხალხი აქ არა დგას, თბილ კაბინეტებში სხედან ახლა და ათასი პოლიციელი რომ ჰყავთ შემოყვანილი პარლამენტში, იმის ზურგს უკან დამალვას ცდილობენ. პოლიციას მინდა ვუთხრა: ბიჭებო, ყველაფერი იცვლება, ხომ იცით და თქვენ ხალხის სამსახურში ხართ, ამათ სამსახურში არა ხართ, კარგად დაფიქრდით და გავრილოვის ღამე აღარ გაიმეოროთ.
„აუცილებლად მინდა გითხრათ, გუშინ ღამე გავათენე აქ და ბევრმა მითხრა, ბატონო გრიგოლ რა კარგი იყოო ეს გამოთქმა, გავხევთ ნაკერავზეო... არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, რადგან ამ ორგანომ დაკარგა მთლიანად ლეგიტიმაცია და მორჩა. როცა გვეუბნება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა ფეხებზე მკიდიხართ თქვენ მოქალაქეებო, ფეხებზე მკიდიხართ ოპოზიცია, ფეხებზე მკიდიხართ სამოქალაქო სექტორი, კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ მის მოქალაქეს... ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ... გაგხევთ ნაკერავზე“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.