ილია მეორე: „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია; ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი“
17-11-2019, 22:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

 


„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითნს, ფსალმუნებს და იქ წერია ეს სიტყვები – „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“.

 


თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში „მამაო ჩვენოს“ რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. თქვენ გიფიქრიათ რატომ ამბობს უფალი „მომეც ჩვენ დღეს?“ ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო და მომავალი და წარსულიც, – ყველაფერი ღვთის ხელშია.

 


ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა, „დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო“, და ეს უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის.

 


ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ვუშველოთ. ნუ დავუმძიმებთ ცხოვრებას ისედაც მძიმეა ჩვენი ყოფა. პავლე მოციქული ამბობს: „ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი.“

 


ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები სახარების მიხედვით. ვასწავლოთ მათ მოწყალება, რათა წყალობა ღვთისა მოიპოვონ. წყალობა ღვთისა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს.

 


ღვთის წყალობა გფარვიდეთ თქვენ. ღვთის წყალობამ დაიცვას და დაიფაროს საქართველო.

 


დღეს ჩვენ ვლოცავთ ოჯახებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს.

 


დღეს ილოცებიან შემდეგი გვარები: ფანჩვიძეები, მოსულიშვილები, ფხალაძეები, ბეზიაშვილები, ნარსიები, ტარიელაძეები და მამაიშვილები.

 


ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ. წყალობა ღვთისა სუფევდეს თქვენთან. ამინ.

 


დღეს ასევე მობრძანებულები არიან დასალოცად და ილოცება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი, ასევე ილოცება ქალაქ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი და ასევე ილოცება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ბ-ნი პაატა გურასპაული. საკალათბურთო გუნდები: ზაზა ფაჩულიას აკადემია, სოხუმი, ივერტაიმი, იბერი, მართვე, თბილისის დინამო, ორბი და ვიქსი.

 


მშვიდობა სიხარული დ გამარჯვება მოგცეთ ზეციერმა უფალმა. დალოცვილი იყავით.

 


შეგახსენებთ რომ მომავალ შაბათს არის გიორგობა. 15 წელი სრულდება, რაც გიორგობის დღეს გაიხსნა ეს წმინდა ტაძარი და წირვა-ლოცვა აქ შესრულდება. ასევე შეგახსენებთ, რომ ბავშვების ნათლობა შედგება შაბათს, გიორგობის დღეს, ამ წმინდა ტაძარში. დალოცვილი იყავით.

 


ჩვენთან არს ღმერთი!“ - ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი