სერგო რატიანი: ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, საგარეო უწყებაში გადაჰყავთ
01-09-2015, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, ის საკადრო გადაადგილებები, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა, ქვეყანას არანაირ სასიკეთო ცვლილებებს არ მოუტანს.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ, ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად იქცევა, როცა ეკონომიკის მინისტრს, საგარეო უწყებას აბარებს.


"ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, მინისტრი, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, საგარეო უწყებაში გადაჰყავთ. რბილად რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით მისი კომპეტენცია არავისთვის არაა ცნობილი.


რაც შეეხება მეორე ცვლილებას, გრძელდება პოლიტიკა, როდესაც საზოგადოებისათვის შედარებით უცნობ ადამიანს ყველანაირი დამსახურების გარეშე, მეტიც მისმა უწყებამ - მერიამ თავი კორუფციული სისტემით დაგვამახსოვრა, აწინაურებენ და ეკონომიკის მინისტრი ხდება.


ცალსახაა, რომ დღევანდელი გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან საზოგადოების მეტი ზეწოლაა, რათა მთავრობა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს", - განაცხადა სერგო რატიანმა.


მისივე თქმით, პრემიერისვე განცხადებით ცხადი გახდა, რომ საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ბედი საინტერესო არაა.


მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილიც. დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაში, მინისტრების სახელისა და გვარის ცვლილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.


"სამწუხაროდ, ვერც ერთი ახალი მინისტრი ვერ იქნება წარმატებული, რადგან ამ ხელისუფლებას ფუნდამენტშივე არასწორი მიდგომები და ღირებულებები აქვს არჩეული ქვეყნის სამართავად. ამ პირობებში უკეთესი მინისტრები არ არსებობენ. ჩემი აზრით, თამარ ბერუჩაშვილი რუსეთთან სასიყვარულო ურთიერთობების დღის წესრიგს ბოლომდე ვერ ასრულებდა, სწორედ ამიტომ ჩაანაცვლეს უფრო ლოიალური კადრით", - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი