გიგა ბოკერია: „ბრაზი და აღშფოთება არის ყოვლისმომცველი და დასრულდება სამარცხვინო ხელისუფლების დასრულებით“ - პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან კარავია გაშლილი
18-11-2019, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 17 ნოემბერს 15:00 საათისთვის შეკრებილმა აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა, მათთან ერთად იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გრიგოლ ვაშაძის მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს და ამ დროისთვის პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან კარავია გაშლილი.

 


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციები და პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ შესთავაზებს გამოსავალს „მათივე შექმნილი კრიზისიდან“.

 


„აქ არიან აქტივისტები, ახალგაზრდები, ვართ ოპოზიციის ლიდერებიც, ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, რომ სიმშვიდე და წესრიგი იყოს. ვფიქრობთ, რომ პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ შემოგვთავაზებს გამოსავალს მათივე შექმნილი კრიზისიდან.

 


დღეს იყო პირველი ღამე, მაგრამ რამდენი ღამეც არ უნდა დაგვჭირდეს, არც ახალგაზრდები, არც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არავინ აპირებს დაშლას და სახლში წასვლას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ერთად ღრმა კრიზისში შეგვიყვანა. ვიდრე გამოსავალი არ მოიძებნება კრიზისიდან, მანამდე პროტესტები გაგრძელდება. კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, განაცხადა ბაქრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ აქციის მონაწილეების მისამართით ხელისუფლება ძალას არ გამოიყენებს.

 


„იყო ინფორმაცია, რომ ძალის გამოყენებას აპირებდნენ, თუმცა ჯერ სიმშვიდეა. აქციაც მშვიდად მიმდინარეობს, აბსოლუტურად მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ“, აღნიშნა ბაქრაძემ.

 

 

 


ბაქრაძის თანამებრძოლი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ბრაზი და აღშფოთება არის ყოვლისმომცველი, რაც დაასრულებს „სამარცხვინო ხელისუფლებას“.

 


„მაქსიმალური წნეხი, დისკომფორტი იმ პოლიტიკურ და სამარცხვინო მონებს, ვინც იქ არიან. ყველას გვესმის, რომ ხელმძღვანელობა პოლიციელებს აყენებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ახლა კი არა, ხშირად რიგითი პოლიციელები არიან ძალიან წესიერი ხალხი. ჩვენ იგივე პოზიცია გვაქვს, მაქსიმალური დისკომფორტი და წნეხი ყველა იმ სამარცხვინო პოლიტიკურ მონას, ვინც ქართულ საზოგადოებას სამარცხვინო ლიდერის ივანიშვილის დავალებით მიაყენეს შეურაცხყოფა. ვიდრე ამ პოზიციას არ იცვლიან, მანამდე მათ ექნებათ პრობლემები საზოგადოებისგან. ივანიშვილის გუნდში, რომ ითვლიან დღეს ბევრი იყო და ცოტა იყო, ძალიან ცდებიან. ეს ბრაზი ლეგიტიმურია და არის მთელი საზოგადოების, ის არ გაქრება, რომც ერთ დღეს იყო 25 ათასი, მეორე დღეს 10 და მესამე დღეს 30 ათასი, მეოთხე 25 დღეს, ეგ არ ცვლის არაფერს, ეს ბრაზი და აღშფოთება არის ყოვლისმომცველი და დასრულდება სამარცხვინო ხელისუფლების დასრულებით“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 


„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, რომ თუ დეპუტატები პარლამენტში შევლენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს ძალა.

 


„პარლამენტის პიკეტირება გრძელდება. მიზანი არის ის, რომ ამ შენობაში დეპუტატები შევლენ მხოლოდ ერთი პირობით, თუ ისინი უნდობლობას გამოუცხადებენ მთავრობას და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, რაც ამ აქციის მთავარი მოთხოვნაა.

 


ეს აქცია გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც. თუ ხვალ შევლენ დეპუტატები ამ შენობაში, ნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს ძალა და გაწიროს ადამიანები, რომლებიც პიკეტირებას ახდენენ ამ შენობის. ცხადია, მათ აქვთ ფიზიკური ძალა. თუ ეცდებიან, ამას გააკეთებენ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აქცია არ გაგრძელდება”, განაცხდა ჯაფარიძემ.

 

 

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებში კონსულტაციებისას მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პროტესტი იყოს კანონიერი და კონსტიტუციის ფარგლებში.

 


„იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება. ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან მარტივი და გამოსავალი არის კიდევ უფრო მარტივი. საქართველოს პარლამენტის შენობას ძალიან ბევრჯერ განუცდია ამ ტიპის საპროტესტო აქციების ტალღები. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ამ პროცესშიც არსზე გაამახვილოს ყურადღება და გამოსავალი მალე მოვძებნოთ, რათა ამ პროცესში არ აღმოვჩნდეთ იმ ტიპის საშიშროების წინაშე, რაც 20 ივნისს უკვე გავიარეთ, რამაც ძალიან დიდი და უარყოფითი კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას.

 


პარლამენტმა უნდა იმუშაოს ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმა. ამაღამ ეს პიკეტირება როდემდე გაგრძელდება, რა იქნება, ამაზე ვერაფერს გეტყვით ამ წუთში. მე ამის თაობაზე მაქვს მარტივი პასუხი, რაც შეიძლება მალე არის გამოსავალი მოსაძებნი. ემოციური მუხტი ძალიან მაღალია და ამას სჭირდება მალე მოვლა, ჩაცხრობა და არა გამრავლება და ახალი პრობლემის შემქნა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ახლა ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა, კონცენტრირდეს მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რაც ოპოზიციამ დააყენა.

 


„ახლა უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ ოპოზიციის მოთხოვნებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, კონსიტიტუციური შენობის ბლოკირებით ისპობა გზა დიალოგისკენ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს იქ, საბოლოო ჯამში, ბოლოში ერთმანეთთან მიმავალი გზების უნდა ვიპოვოთ. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას უბრალოდ, არ აქვს.

 


პარლამენტის ბლოკირების დაშვება არ შეიძლება, ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია. კანონი ძალიან მკაფიოდ ასახელებს იმ ღონისძიებებს, როდესაც ხდება ბლოკირება მაგალითად, პარლამენტის. აქ არავითარი ინდივიდუალური და სპონტანური გადაწყვეტილება მისაღები არ არის. ამიტომ, მოვუწოდებ მათ, რომ ამ გზას ნუ დაადგებიან, ამით თავიდანვე ეჭვის ქვეშ აყენებენ იმ შესაძლებლობას, როცა შეიძლება დიალოგი“, განაცხადა რომან კაკულიამ.

 


პოლიტიკოსების კომენტარებს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი