ბევრად მეტი უნდა ვიყოთ ვიდრე დღეს ვართ, იმაზე მეტნი მგონი ვართ ვიდრე იქით არიან, მაგრამ მაინც მეტი უნდა ვიყოთ, – ასე მიმართა, ოპერის წინ შეკრებილებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ქართველ ხალხს აღარ უნდა ტყუილში ცხოვრება.
„მელაკუდა ტყუილად კი არ შეარქვა ამ ხალხმა, სულ ტყუილი დაპირებები, ამიტომ დავანგრიოთ ესენი, დავანგრიოთ თავისი ტყუილით. არ უნდა გვეგონოს, რომ არანაირად უკან არ დაიხევენ, დაიხევენ. ახლა უყურებენ, ზვერავენ, ბევრი ხალხი მოვა, ცოტა ხალხი მოვა, იქით რამდენი იქნება, აქეთ რამდენი იქნება, ამას უყურებენ და ამის მიხედვით იმოქმედებენ. ახლა აქციები დაიწყო მხოლოდ, სულ ორი თუ სამი დღე გვქონდა, თუ ამათ გონება ყოფნით, უნდა მიხვდნენ, რომ ბევრია ხალხი პირველი დღისთვის, ბევრად მეტი იქნება შემდეგ აქციებზე, ამიტომ გონს უნდა მოეგონ. ჩვენ არაფრის აღარ უნდა გვჯეროდეს, არც ერთი სიტყვა არ იქნება სიმართლე, არასოდეს, რასაც ეს ხალხი იტყვის. დღეს იმიტომ კი არ ვიბრძვით, რომ ესენი არჩევნების სისტემას არ ცვლიან, იმიტომ ვიბრძვით, რომ ამათი ტყუილით დავიღალეთ. ერთადერთი რამე, რაც ამათ უნდათ, არის რომ ამათი იყოს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა დიდი ბანკია ამათთვის, ყველა ამათ ვალშია, ყველა ლომბარდია ამათთვის ჩადებულია, არავინ არ უყვართ, არავის პატივს არ სცემენ, არავინ თავის თავის გარდა. ამათი სურვილი არის მარადიულად იყოს ეს ქვეყანა საკუთრებაში. არც „ქართული ოცნება“ და არც ეს სააკაშვილ-ბოკერიები და ეს უზნეოები. არავინ არა. არც ერთი არ გვინდა, ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ამიტომ ჩვენ უნდა დავეპატრონოთ ამ ქვეყანას“, განაცხადა დავით თანხარ-მოურვმა.
მისივე თქმით, შემდეგ აქციებზე უფრო მეტი ხალხი იქნება.
„ამაზე ორჯერ და სამჯერ მეტი უნდა მოვიდეთ, არ უნდა დავიღალეთ. იქით ვინც მოტყუებული ხალხი დგას, აქეთ უნდა გადმოვიდეს, მოტყუებული ხალხი იქიდან აქეთ გადმოვიდეს, გაიგონ უნდა, არასოდეს არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ იქ, სადაც არიან ისინი, ეს უბრალო რამეა. ის ხალხი არ იბრძვის ამ ქვეყნისთვის, ორი ბოროტი ჭამს ერთმანეთს. იქიდან არის ბოროტი – „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყანა ახლა აქვს დასაკუთრებული, აქედან დგას ბოროტება, რომელსაც ჰქონდათ დასაკუთრებული და დაბრუნება უნდათ, რომ კვლავ დაისაკუთრონ. არ შეიძლება მანდ დგომა, ეგ ხალხი არც ერთი არ იბრძვის საქართველოსთვის, ამიტომ აქ, აქ უნდა იდგეს ყველა, აქ, სადაც ქართველი ხალხია“, განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გამაფრთხილებელი აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აქციები გაგრძელდება და ბოლოს თავს თავისუფლების მოედანზე მოიყრიან.
„ჩვენ, „პატრიოტთა ალიანსი“ სკამებისთვის ნამდვილად არ ვიბრძვით. მთავარი ამოცანა გვაქვს, გადავარჩინოთ 2020 წლის არჩევნები უზურპაციისგან. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მელაკუდობა ჩაიდინა, სამარცხვინოდ მოიქცა და ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამას. ეს აქციები გაგრძელდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ყველა დიდ მოედანზე გამოვა ხალხი. მუშაობს საგანგებო შტაბი, ამ აქციების შეწყვეტა არ მოხდება მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არ განახორციელებს მის დაპირებას და ისევ არ გადავალთ პროპორციულ არჩევნებზე. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ შევწყვიტოთ ეს პროტესტი და ბოლოს ჩვენ ვფიქრობთ, მრავალათასიან მიტინგზე მოვიყრით თავს თავისუფლების მოედანზე, ეს არის ჩვენი გეგმა“, განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების კომენტარებს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.