აშკალის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, სილვა ენოკიანმა „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში თემაზე: „ტოლერანტობა“ ღია გაკვეთილი ჩაატარა.
როგორც GUARDIAN.GE-ის აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა განუცხადა, მომავალი წლის იანვრიდან „ღია გაკვეთილები“ სკოლაში ინტენსიურად ჩატარდება. მისი თქმით, „ღია გაკვეთილს“ ყველა საგნის მასწავლებელი ჩაატარებს.

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიან)
ზურნაჩიანის განცხადებით, აშკალის საჯრო სკოლიდან სექტემბერში სახელმწიფო ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადების დაწერის შემდეგ 4 პედადოგი წავიდა და დეკემბერში დამატებით 5 მასწავლებელი აპირებს წასვლას.
დირექტორი ამბობს, რომ ახალი კადრების მიღები პროცესი გაგრძელდება და იანვრიდან სკოლას ისევ 23 პედაგოგი ეყოლება, თუმცა ვაჟა ზურნაჩიანი შიშობს, რომ ქიმიის მასწავლებლის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე შესაძლოა არავინ შეიტანოს განაცხადი, რადგან მისი თქმით, სოფლად ამ პროფესიის ადამიანების მოძიება ჭირს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.