გუმბრინის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომის გმირის, გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა
18-11-2019, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომის გმირის, გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა.

 

წყალტუბოს მერიის ცნობით, აღნიშნულ სკოლაში დღეს გოჩა წულაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, პარლამენტარი გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი ალუ გამახარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი დაესწრნენ.

 


შეკრებილებმა ისაუბრეს გოჩა წულაიას სამშობლოს დაცვის საშურ საქმეში შეტანილ წვლილზე, მის ღირსებებზე, მიზნებსა და ადამიანურ თვისებებზე.

 


"ჩვენი ვალია, გვახსოვდეს სამშობლოსთვის დაღუპული ვაჟკაცები, ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე უყოყმანოდ გასწირეს, დღეს კიდევ ერთი ასეთი გმირის სახელი მიენიჭა სკოლას, ეს ფაქტი არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში გმირებს არ ივიწყებენ და სათანადო პატივს მიაგებენ", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


გოჩა წულაია სოფელ გუმბრინის სკოლის წარჩინებული და გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ 22 წლის წარმატებულმა სტუდენტმა სამშობლოს დაცვის გადაწვეტილება მიიღო, მშობლებს წერილი დაუტოვა და აფხაზეთის ომში წავიდა, სადაც გმირულად დაიღუპა.

 


გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ მშობლიურ სკოლას გმირის სახელი მიენიჭა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი