შსს: „მივმართავთ აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“
18-11-2019, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

 

 

"როგორც საზოგადოებამ იხილა აქციების მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. აქციები მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე.

 

 

რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. კერძოდ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და აქციის ორგანიზატორებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები აქციის მონაწილეებს ღიად მოუწოდებდნენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენ.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მიმართვის და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს.

 

 

ყველამ ვიხილეთ კადრები, რომლებშიც ნათლად ჩანს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, რომლებიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებისა და მისი საქმიანობის შეფერხების აკრძალვას.

 

 

ასევე, დილიდან ვრცელდება კადრები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა საშუალება არ მისცეს პარლამენტის დეპუტატებს, შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, რითაც ფერხდება პარლამენტის საქმიანობა.

 

 

პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი მუშაობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და პროტესტი განაგრძონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

 

კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას."

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი