20 ივნისი დღეს გრძელდება, მაგრამ განსხვავება არის იმ მასშტაბის ტყუილში, რომელიც აკადრა ივანიშვილმა საზოგადოებას, – განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
„ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა. ეს არანაირი საკონსტიტუციო ორგანო არ არის, ეს არის ორგანო, სადაც რამდენიმე დღეში უნდოდათ კოლექტიური მურუსიძეების დანიშვნა, საკუთარი ადვოკატის უზენაესი სამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა. შიგნით ყავთ შეყვანილი ხალხი, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესით ფულს აშოვნინებენ. ისინი ბარტერს აკეთებენ, ხელს აჭერენ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის“,- განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, როცა დაპირება არ სრულდება, დასავლურ დემოკრატიაში მთავრობა გადადგებოდა და ჩაინიშნებოდა არჩევნები.
„20 ივნისი დღეს გრძელდება, მაგრამ განსხვავება არის იმ მასშტაბის ტყუილში, რომელიც აკადრა ივანიშვილმა საზოგადოებას. რაც შეეხება კახა კალაძეს, ვისაც არ ახსოვს, გაგახსენებთ – როცა უკრაინელი ხალხი ღელავდა მაშინდელი ოლიგარქი ხელისუფალის მიმართ, გამოვიდა კალაძე და თქვა, რომ სადღაც ერთ ქუჩაზე ხართ შეყუჟულები და რანაირი პროტესტი ეს არისო. რამდენიმე დღეში ის ოლიგარქი ქვეყნიდან გაიქცა. ამიტომ, კალაძე რას იტყვის, ნამდვილად არასერიოზულია. ჩვენ ჩვენი გეგმა და მოთხოვნები გვაქვს. ჩვენ საზოგადოების პულსზე დავადეთ ხელი, აქ ვიწრო პარტიული ინტერესით არავინ არ არის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი არიან გაოგნებული“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.