წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს ქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ანტეი ტერსენოვი აცხადებს, რომ სკოლას წელს 6 ახალი პედაგოგი შეემატა, მათგან ორი უფროსი მასწავლებელია - ერთი მათემატიკის, მეორე კი ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ასევე 4 წელია, რაც სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის მე-3 უფროსი მასწავლებელი, თამთა შველიძე და ჯამში, სკოლაში ისევ 10 პედაგოგია.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოები: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ანტეი ტერსენოვი)
დირექტორის თქმით, ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება და თუკი მაგალითად 2 წლის წინ წინწყაროს საჯარო სკოლაში 40 ბავშვი სწავლობდა, ახლა მათი რაოდენობა 25-ს შეადგენს.

როგორც ტერსენოვმა GUARDIAN.GE-ის განუცხადა, წელს სკოლაში ახალი პედაგოგები ქარელის და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე კახეთის რეგიონიდან შეემატნენ და მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა მან უფასოდ მოახერხა.

„წინწყარო ათწლეულების წინათ მთლიანად ბერძნული სოფელი იყო, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწლი საბერძნეთში წავიდა საცხოვრებლად და იქ დარჩა, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი თუ დაბრუნდა. მათი სოფლიდან წასვლის შემდეგ აქ აჭარის და სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის ჩამოსახლება მოხდა ეტაპობრივად და ახლა ისინი უმრავლესობას შეადგენენ.

„მე აქ 2011 წელს დავინიშნე სკოლის დირექტორად და უკვე 8 წელია, რაც სკოლას ვხელმძღვანელობ, ამავე დროს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატიც ვარ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მანამდე კი, 10 წელი სოფლის გამგებელი ვიყავი.

„ყველაფერი გავაკეთე, რომ სკოლის ფუნქციონირება არ შეფერხებულიყო და მიმდინარე წლის სასწავლო წელი წარმატებით დაგვეწყო. არადა საკითხი ისე იდგა, რომ იყო შესაძლებლობა სკოლის ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო და ჩვენი სკოლის სხვა სკოლასთან შერწყმა მომხდარიყო. ამჟამად საკითხი ამოწურულია.

„მნიშვნელოვანია ახალი პედაგოგების მოსვლა სკოლაში. მე რამდენიმე მათგანი უფასოდ ვუზრუნველვყავი საცხოვრებელი პირობებით. მათ ჩემი ნათესავის სახლის დავუთმე, რომელიც საბერძნეთშია საცხოვრებლად წასული“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ანტეი ტერსენოვმა.

მან თავისი ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ იმ პერიოდში წინწყაროს საშუალო სკოლაში 400-ამდე მოსწავლე მაინც სწავლობდა.

„100 პროცენტით ბერძნული სოფელი იყო და ჩემს ბავშვობაში, კომუნისტურ ეპოქაზეა საუბარი, წინწყაროს საშუალო სკოლა ერთ-ერთი დიდი სკოლა იყო, მოსწავლეთა რაოდენობა 400 მაინც იყო. ახლა თავადაც უყურებთ თუ რამდენად არის შემცირებული ბავშვების რაოდენობა.

„მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, სკოლაში ყველაფერი მოწესრიგებულია და ბავშვებს თანამედროვე პირობებში უწევთ განათლების მიღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი პედაგოგების მატება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და მათი ხელშეწყობისთვის მომავალშიც ძალ-ღონეს არ დავიშურებ“, განაცხადა ანტეი ტერსენოვმა.

GUARDIAN.GE წინწყაროს საჯარო სკოლის ახალი პედაგოგების შესახებ სტატიას მომავალში შემოგთავაზებთ.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.