ხობის მუნიციპალიტეტში შეხვედრები შავღელეს, პატარა ფოთის, ჭალადიდის და ახალსოფლის მოსახლეობასთან გაიმართა
18-11-2019, 20:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტში „ღია შეხვედრის“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრები შავღელეს, პატარა ფოთის, ჭალადიდის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა.

 


სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ, პარლამენტის წევრმაი რაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს, მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს და მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

 


დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ, მათთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხთა შორის, პრიორიტეტულად გაზიფიცირება, შიდაგზების, წყლისსისტემის, სანიაღვრე არხების, გარეგანათების, ამბულატორიების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა.

 


„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული აქტუალური საკითხების შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან ისმენენ. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი