„მე მჯერა, რომ საქართველო გაიღვიძებს და ძალიან ბევრი, 100-ჯერ მეტი შეიძლება გამოვიდეს რუსთაველზე. არა უბრალოდ გადაიკეტოს რუსთაველი, არამედ არ მომერიდება მე ამ სიტყვის, პარალიზებული უნდა იყოს დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი“, განაცხადა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „რუთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან ჩართვისას.
„პროტესტი უნდა გაასმაგდეს, გაათასმაგდეს. ყველა, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველო, უნდა გამოვიდეს რუსთაველზე. ამასთან, პოლიტიკურმა დასავლეთმა უპრეცედენტო ზეწოლა უნდა განახორციელოს ივანიშვილის დანაშაულებრივ რეჟიმზე იმიტომ, რომ სხვა გზა მისი პოლიტიკიდან გარიდებისა მე ვფიქრობ, არ არსებობს.
„ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ შეშინებულია, დათმობას არ აპირებს იმიტომ, რომ სასწორის მეორე მხარეს ძალიან დიდი რამ დევს მისთვის - მისი მოხვეჭილი ქონება და უზურპირებული ძალაუფლება - ამიტომაც ის წავა ყველაფერზე, იკადრებს ყველაფერს. სწორედ ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო: ორი რამ თუ გაერთიანდება, ღვთის წყალობით, ივანიშვილი დასრულდება ძალიან მალე. მე მჯერა, რომ ეს მოხდება. მე მჯერა, რომ საქართველო გაიღვიძებს და ძალიან ბევრი, 100-ჯერ მეტი შეიძლება გამოვიდეს რუსთაველზე. არა უბრალოდ გადაიკეტოს რუსთაველი, არამედ არ მომერიდება მე ამ სიტყვის, პარალიზებული უნდა იყოს დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი იმიტომ, რომ აქ თვითმარქვია პოლიტიკოსებს აღარ მიცეთ ქვეყნის ღრღნის და ჭამის საშუალება“, განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.