IRI - მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 23%, „ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15%, „ევროპულ საქართველოს“ 5%, „ლეიბორისტულ პარტიას“ ასევე 5%
19-11-2019, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23% ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15%, „ევროპულ საქართველოს“ 5%.

 


აღნიშნულ კვლევას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აქვეყნებს.

 


კვლევის თანახმად, „ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 5 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსს“ 4%, „სამოქალაქო მოძრაობას“ – 3 %, „ახალი საქართველოსთვის“- 2%, „დემოკრატიული მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე 2%, „ლელოს“-აც გამოკითხულთა 2 პროცენტი, „გირჩს“ – 1 პროცენტი, „შენების მოძრაობას“ – 1 პროცენტი.

 


გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის, ან არ სურს პასუხის გაცემა.

 


კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1 500-მა მოქალაქემ. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი