საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტის კეთილგანწყობით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე – 49 პროცენტით, მესამეზე კი „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი – 47 პროცენტი.
პოლიტიკოსების რეიტინგში მათ მოყვებიან:
გრიგოლ ვაშაძე – 41 პროცენტი, ალექსანდრე ელისაშვილი – 39 პროცენტი, გიორგი გახარია – 39 პროცენტი, შალვა ნათელაშვილი – 39 პროცენტი, გიორგი ვაშაძე – 34 პროცენტი, ნიკა მელია – 34 პროცენტი, ირაკლი ღარიბაშვილი – 33 პროცენტი, ბიძინა ივანიშვილი – 32 პროცენტი, ნინო ბურჯანაძე – 31 პროცენტი, გიგი უგულავა – 31 პროცენტი, მამუკა ხაზარაძე – 29 პროცენტი, ირმა ინაშვილი – 29 პროცენტი, არჩილ თალაკვაძე – 25 პროცენტი, სალომე ზურაბიშვილი – 23 პროცენტი, კახა შარტავა – 19 პროცენტი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 14 პროცენტი, ლევან იოსელიანი – 3 პროცენტი.
აქვეა რეიტინგი, თუ რომელი პოლიტიკოსების მიმართ არიან არაკეთილგანწყობილად განწყობილი გამოკითხული მოქალაქეები.
გამოკითხულთაგან არაკეთლგანწყობილი ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ არიან და ასეთების პროცენტული მაჩვენებელი 70-ს შეადგენს. მეორე ადგილს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იკავებს. მის მიმართ გამოკითხულთა 66%-ია არაკეთილგანწყობილი. მესამე ადგილზე კი რამდენიმე პოლიტიკოსი მოხვდა: ნინო ბურჯანაძე, გიგი უგულავა, ირმა ინაშვილი. სამივეს 59% ერგო. მათ ბიძინა ივანიშვილი მოყვება - 57%-ით.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.