მარტვილში, სოფელ სალხინოში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სამ ლოკაციაზეა და ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ხანძრის ჩასაქრობად რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში კი დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.