მე ვარ ადამიანი, რომელსაც სახელმწიფომ გადაუარა, მაგრამ დღევანდელ დღეზე უფრო მეტად შეურაცხყოფილი ვიყავი ორი დღის წინ, როდესაც პროპორციული არჩევნები წავგვართვა უმრავლესობამ და ახლა უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოხდა ღიად, თორემ ჩვენ გადაგვიარა ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ, - განაცხადა მწერალმა და სამოქალაქო მოძრაობის წევრმა, გენრი დოლიძემ, რომელიც გუშინ აქციის დაშლის დროს სპეცრაზმის წინ დაწვა.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რადგან გამოგვაცალა ხელისუფლებამ არჩევნების უფლება, გამოგვაცალა მანიფესტაციის უფლება და სხვა მშვიდობიანი ფორმა ვეღარ მოვძებნეთ, მშვიდობიანი მანიფესტანტები ვართ, დემონსტრანტები ვართ, ქვას მე არ ვისვრი, მწერალი ვარ, ჩემი გამოხატვის ფორმა არის სიტყვა და მე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ვყვიროდი, გვინდა არჩევნები- მეთქი და დავწექი სპეცრაზმის წინ, დავწექი არა იმიტომ, რომ ამით ვინმეს რამეს ვუმტკიცებდი, იმიტომ დავწექი, რომ ეს ჩემი მეგობრებისთვის იყოს მაგალითი, მათთვის, ვინც ამბობს, რომ ამის გვერდით ვერ დავდგები, ეს ხომ ბაღის ზეიმი არ არის, ვის გვერდითაც გაგვიხარდება, მის გვერდით ვიცეკვოთ ან ლექსი წავიკითხოთ, აქ წყდება საქართველოს ბედი...“ , - განაცხადა გენრი დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.