გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში განათლების სისტემის მიმოხილვითი პრეზენტაცია წარმოადგინა.
OECD-ის ანგარიში აფასებს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მათ შორის უნივერსიტეტამდე სასკოლო სისტემას, ასახავს დაინტერესებულ მხარეთა პოზიციებს და გვთავაზობს პოლიტიკის კონკრეტულ რეკომენდაციებს.
მიმოხილვამ გამოავლინა, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საგანმანათლებლო შედეგების თვალსაზრისით. 2009-დან 2015 წლამდე პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სწავლა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის ერთი სრული კლასით. თუმცა, ეს პროგრესი საქართველოში მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო და არის პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებზეც შესაბამისი რეკომენდაციებია შემუშავებული და გათვალისწინებული იქნება სამინისტროს საქმიანობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.