თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ქალთა ჩართულობის თემაზე კონფერენცია გამართა
19-11-2019, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორგანიზებით, სატრანსპორტო სექტორში ქალების ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა. 

 

 

კონფერენციაზე, სახელწოდებით „თანაბარი შესაძლებლობები და ქალების ჩართულობა საქართველოს ტრანსპორტის სექტორში: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გამოცდილება“, კომპანიის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს  ქალი მძღოლების პროგრამა წარუდგინეს, არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. 

 

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში  დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც ემსახურება კომპანიის ინსტიტუციონალურ განვითარებას სხვადასხვა დონეზე. ეს პროცესი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, იაპონია-ევროპის თანამშრომლობის ფონდის (JECF) დაფინანსებით, ასევე ქართველი და ევროპელი სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს. 

 

 

პროექტის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც წარმატებით ხორციელდება არის თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც ავტობუსის მძღოლის პროფესიაში  გადამზადდა 25 ქალი. მათ სწავლება გაიარეს სპეციალურად შერჩეულ ავტოსკოლაში და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის აღების შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ დასაქმებულიყვნენ მძღოლის პოზიციაზე. ამ ეტაპისათვის თბილისის მგზავრებს 21 ქალი მძღოლი ემსახურება.

 

 

ამავე კონფერენციის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელი მოაწერა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ინიცირებულ ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპებს (WEPS). 

 

 

კონფერენციას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, იაპონიის საგანებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დირექტორი დაესწრნენ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი