მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მესტიის მერიის ცნობით, ხანძრის შედეგად ძირითადად ფოთლები და ეკალბარდები დაიწვა.
ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, დავით ფარცვანია და ნინო ვიბლიანი.
ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.