კახაბერ ოქრიაშვილი: „მაჟორიტარულ სისტემაში მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა, დებილები ყველგან არიან“
19-11-2019, 17:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის 99% საარჩევნო სისტემებში ვერ ერკვევა და არ იცის ერთმანეთისგან რით განსხვავდება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა. 

 

 

მისივე თქმით, "დებილები ყველგან არიან", მათ შორის "ჟურნალისტებშიც უნახავს დებილები".

 

 

"დღეს რომ გამოვიკვლიოთ მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში და რა ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99% ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მერე გადაწყდება ეს საკითხი. ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა. ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს", - განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

 

 

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. აღნიშნული განცხადება მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი