ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ირის მიმდებარედ, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
19-11-2019, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ირის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები მობილიზებულები არიან სოფელ წედისთანაც.

 

 

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ონის მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო ჩართულობით სოფელ პიპილეთთან მოეწყო საგუბარი, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვერტმფრენის წყლით მომარაგება.

 


ხანძრის ადგილზე იმყოფება ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, სახანძრო - სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჯანიძე.

 


ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფელ ირისა და წედისის მოსახლეობას შეხვდა.

 


ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება სოფელ ხიდეშლებთანაც.

 

კომენტარები: 1
#1   მზია
      
მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასეთი მერი რაიონს არასოდეს ახსოვს. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. უფალი გფარავდეთ.
20 ნოემბერი 2019 02:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი