რევაზ არველაძე: საქართველოს ნაკრები 2020 წელს უნდა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე
01-09-2015, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ პირობად ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გაყვანას დებს.



რევაზ არველაძე სასტუმრო "რედისონში" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს. როგორც რევაზ არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის პროგრამაში არის ყველა ის დეტალი, რომელიც აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის.


"ჩემთვის, როგორც რეზო არველაძისთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ყოფილი მწვრთნელისთვის და საფეხბურთო ფუნქციონერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება. წარმატება არის ჩვენი ყველაზე მთავარი ლოზუნგი, საქართველოს ნაკრები 2020 წელს უნდა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. განვითარება წარმატების გზით სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ მარტო განვითარებაზე და არ ვიფიქროთ შედეგზე. შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს მაყურებელი სტადიონზე, რასაც მოჰყავს ბავშვები ფეხბურთზე და რაც მშობელს აწყვეტინებს, რომ ბავშვები მიიყვანოს ფეხბურთზე. იმ შემთხვევაში, თუ გავხდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მე მინდა, რომ ოთხი წლის შემდეგ გვყავდეს უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი მწვრთნელი, უფრო განათლებული მენეჯმენტი, უფრო ძლიერი კლუბები და ამაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც", - განაცხადა არველაძემ.


მისივე თქმით, მას საკმაო ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა იმისთვის, რომ ყველა საკითხზე რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის, მის პროგრამაში მოხვდეს და ამაზე იზრუნოს.


"ბუნებრივია, ამის განვითარებისთვის, ამ ღირებულებების ცხოვრებაში მოყვანისთვის, გეგმის შესრულებისთვის შევეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ის დრო, რომელიც მომეცემა იმ შემთხვევაში თუ ამირჩევენ ფედერაციის პრეზიდენტად. ეს ეხება დაწყებული საქართველოს ნაკრებიდან, დამთავრებული მასობრივი ფეხბურთის განვითარებით", - განაცხადა არველაძემ.


დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებიან მსახიობები - გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ბიზნესმენები: ლევან ვასაძე, თემურ ჭყონია, ასევე პოლიტიკოსები: ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე, ერეკლე ტრიპოლსკი და სხვები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი