რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი სიცრუეს უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი. ირინა გაფრინდაშვილის თქმით, მამამისი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის საავადმყოფოში მუშაობდა და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს.
"ეს არის ტყუილი. 2008 წლის ომის დროს იმყოფებოდა ღუდუშაურის საავადმყოფოში და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს" - წერს დატყვევებული ქართველი ექიმის შვილი.
გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 10 დღეა, გატაცებულია. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.