ღია შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის: გოდოგნის, ჭოგნარის, კვახჭირისა და ბარდუბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
ადგილობრივებმა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გაამახვილეს ყურადღება. მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა და სასმელი წყლის მიწოდება დაასახელა.
სამთავრობო გუნდი ადგილობრივებს ყველა საკითხის ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.