მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უახლოეს დღეებში კანდელაკის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთს მოაწესრიგებენ
20-11-2019, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, ახლადრეაბილიტირებულ კანდელაკის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლოს და ქსელზე უკანონო დაერთების პრობლემა დროულად მოგვარდეს. 

 

 

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა კონკრეტული პრობლემა დაფიქსირდა.  

 

 

„ძალიან სამწუხაროა და მიჭირს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ. როდესაც სამუშაოებს ვამთავრებთ, შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაკვირვებას ვახორციელებთ ქსელზე, რომელიც მიწის ქვეშ არის განთავსებული. არსებობს სპეციალური მანქანა - რობოტი, რომელიც შედის მილში და პირდაპირ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა მილებში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა.  კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მილები, რომელიც რამდენიმე თვის წინ განთავსდა, დაზიანებულია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. შეურაცხმყოფელია ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

კახა კალაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში კანდელაკის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის მოწესრიგებას დაიწყებს. 

 

 

„არ ვიცი ეს ვის მიერ არის გაკეთებული, თუმცა რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ კონკრეტული ადგილის მოწესრიგებას და გამოვიკვლევთ, იმასაც, თუ ვის მიერ იქნა დაზიანებული. მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ეს ქუჩა ყველასია და შესაბამისად, უფრო მეტი მოფრთხილება გვესაჭიროება ახლადგანხორციელებული პროექტების მიმართ. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს და მოგვარდეს ეს პრობლემა და პარალელურად გამოვლინდეს, ვის მიერ იქნა ჩადენილი ეს უმსგავსობა“, - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი