პირველი ნოემბრიდან დღემდე ქიმწმენდის ვაუჩერით 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა
20-11-2019, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე,  1 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

 

 

მისივე განცხადებით, პირველი ეტაპისგან განსხვავებით ვაუჩერებით სარგებლობის მაჩვენებელი მაღალია. 

 

 

„ჩვენ ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპი დავიწყეთ და პირველი ეტაპისგან განსხვავებით გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. იმ მოწოდებების შემდეგ, რომელიც ჩვენი  მხრიდან იქნა გაჟღერებული, დღეის მდგომარეობით 500-მდე ვაუჩერი არის გაცემული, როდესაც პირველ შემთხვევაში მთლიანად 87 ვაუჩერი იყო გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ამ ეტაპზე A კატეგორიაში 13000-ზე მეტი მძღოლი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, ეს ციფრი მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი