იმედი მაქვს, ყველა აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
გერმანიის ელჩი იმედოვნებს, რომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლბას აიღებენ და ნაბიჯებს წინ გადადგამენ.
„პარლამენტის გარშემო ვითარება დღეს ნორმალურია, თუმცა რჩება პოლიტიკური დაძაბულობა, რაზეც პოლიტიკოსებმა რეაგირება უნდა მოხდინონ. ჩვენ გვქონდა საუბარი ბევრ პოლიტიკოსთან, შევხვდით მათ და ვიმედოვნებ, რომ ყველა აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში. იმედია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის და წინ გადადგამენ ნაბიჯებს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.