გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, ვაზიანში, ახალსოფელსა და ლემშვენიერაში არსებული სამედიცინო ცენტრების რეაბილიტაცია დასრულდა.
სოფელ ახალსამგორში, თელეთში, მუხროვანსა და საცხენესში კი ახალი ტიპიური სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები, რეგიონული განვითრების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალს მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, წლების მანძილზე ავარიულ შენობებში უწევდა, რაც დისკომფორტს როგორც მედპერსონალს ასევე ადგილობრივ მცხოვრებლებსაც უქმნიდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლებში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ცენტრების მშენებლობას 2020 წელშიც განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.