ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ზოიძე აცხადებს, დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად ზეწოლა ყველა არხით ხდება.
„ეს ადამიანი თავისი პატრიოტიზმის გამო არის აყვანილი მძევლად. ექიმების ინიციატივაა, რომ მის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა, შევუერთდე ამ ინიციატივას და პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც. მეც, ერთი პირი წავალ, თუ ასეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის ისეთი ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მაშინ ჩვენ დღეს ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილი, ვართ მძევალი სეპარატისტული რეჟიმის. პირადად მე ვარ მზად, რომ ჩავიდე დღესვე და ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი. რა თქმა უნდა, ყველანაირი არხებით კეთდება ყველაფერი. ეუთო-ს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. ყველა არხით ხდება ზეწოლა, იქნება მთელი რიგი განცხადებები გაერო-ს მხრიდან და მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.