ლევან კობიაშვილი: არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე
01-09-2015, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში დღეს ოფიაციალურად დარეგისტრირდა. საპრეზიდენტო კანდიდატად იგი "თბილისის დინამომ" წარადგინა.


როგორც მან დღეს განაცხადა, საპრეზიდენტო კანდიდატად "დინამო თბილისის" მიერ წარდგენა მისთვის დიდი პატივია.


"არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენებ, შევხვდები კლუბებს, რეგიონულ ფედერაციებს, ფედერაციის ყველა სუბიექტს.


არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება", აღნიშნა კობიაშვილმა.


ფეხბურთის ფედერაციაში დინამოს პრეზიდენტთან რომან ფიფიასთან ერთად მისულ კობიაშვილს ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მის მხარდასაჭერად იყვნენ ჩამოსულები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი