თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.
„ვიწყებთ კუს ტბაზე ასასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა, მოშლილი იყო. ასევე, ამ პროექტით ფარგლებში შეიცვლება გარეგანათების ბოძები. არის კონკრეტული გზის კონკრეტული მონაკვეთები ამოსასვლელში, სადაც მიწა არის დაძრული და მოხდება გამაგრება. დღე და ღამის განმავლობაში იქნება სამუშაოები, რომ სწრაფად დავამთავროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სამ კილომეტრიან გზას, ასფალტის საფარი მოეწყობა 20 000 მ²-ზე და შეიცვლება გარეგანათების ქსელი. სარეაბილიტაციო პროექტისთვის 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "ჯი არ ჯი" აწარმოებს.
სამუშაოებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.