II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა სამშვიდობო მისია ოფიციალურად გადაიბარა
20-11-2019, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა, III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა.

 

 

ქართველ მშვიდობისმყოფელებს საერთაშორისო მისიაში ჩაბმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის რეგიონალური მხარდამჭერი დაჯგუფების მეთაურმა, პოლკოვნიკმა შად სმიტმა, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის უფროსის მოადგილემ უსაფრთხოების ხელშეწყობის დარგში, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ, ასევე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცეს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის ბოლოს ქართველმა სამხედროებმა ამერიკელ კოლეგებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ქაბულში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის ძალთა უსაფრთხოების დაცვა იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი