წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფის დამატების შესახებ დაყენებული საკითხი გადაწყვეტილია
20-11-2019, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებთან ღია შეხვედრების დროს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფის დამატების შესახებ დაყენებული საკითხი გადაწყვეტილია.

 


ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 46323 ლარი, კეთილმოეწყო სათამაშო და გასართობი დარბაზი და 19 ნოემბრიდან საბავშვო ბაღს ახალი, 30 ბავშვზე გათვლილი ჯგუფი დაემატა.

 


"სოფელ საყულიაში ღია დიალოგის ფარგლებში შეხვედრების დროს მოსახლეობამ ითხოვა ჯგუფის დამატება. ეს საკითხი წინა წელსაც იდგა დღის წესრიგში და არასაკმარისი დაფინანსების გამო ვერ ხერხდებოდა დადებითად გადაწყვეტა. დღეიდან აიპს "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ გაწეული ეკონომიების ხარჯზე, ახალი საყულიის N16 საბავშვო ბაღს ახალი ჯგუფი დაემატა. ასევე დავამატეთ საწოლები და მოეწყო დარბაზი. მიხარია ის ტენდენცია, რომ ბაშვების რაოდენობა იზრდება სოფლებში და მოსახლეობას აქვს მოთხოვნა საბავშვო ბაღების გაფართოების საკითხებზე“, - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი