ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
01-09-2015, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ამჟამად ქვედა და ზედა წევის დამაკავშირებელ გზის 150-მეტრიან  მონაკვეთს ჩაუტარდა.


ზესტაფონის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სოფელ წევაში გზის რეკონსტრუქცია მსგავსი ფორმით პირველად განხორციელდა  და მისი ღირებულება დაახლოებით 10 ათასი ლარია.


საუბნო გზის  შეკეთებამდე მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ გადაადგილება ტრანსპორტისთვის შეუძლებელი გახლდათ. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ სკოლამდე მისვლას.


როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ უკვე ეს პრობლემა აღარ ექნებათ. გარდა აღნიშნულისა ძირულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბეტონის საფარი კიდევ 4 უბანში მოეწყობა. მათ შორისაა სოფელი ღვერკი, აჭარა და ლელაძისეულის უბნები. მიმდინარე წელს ასევე სოფელ განთიადშიც მოეწყო მთის ქანით გზის 4კმ-იანი მონაკვეთი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი