დავით ზალკალიანი გაფრინდაშვილის საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ნატო-სა და გაერო-ს გენმდივნის მოადგილეებს ესაუბრა
20-11-2019, 17:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან.

 

 

როგორც დავით ზალკალიანმა, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხი გახლდათ საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯეოანასთან შეხვედრის დროს.

 


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური ფორმატი, იმისათვის, რომ დაუყონებლივ მოხდეს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება.

 


„მქონდა კომუნიკაცია ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც დეტალურად ჩავაყენე საქმის კურსში და მას როგორც ეუთოს თავმჯდომარეს ვთხოვე, რომ აქტიური ნაბიჯები გადაიდგას ეუთოს მხრიდან იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება, მქონდა ასევე საუბარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან და ისიც ასევე ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ და აუცილებელია რომ ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს ექიმის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის, მქონდა კომუნიკაცია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გაეროც ჩართულია ყველა მისი ინსტიტუტით საკითხის მოგვარებაში, ასევე აღნიშნულ საკითხზე ვისაუბრე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე. ყველა არსებული რესურსი არის ამოქმედებული და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეს არის მიუღებელი, გვერდზე რომ გადავდოთ პოლიტიკური საკითხი, ეს არის სუფთა ჰუმანიტარული ასპექტით მიუღებელი. ექიმი, რომელიც პაციენტის დასახმარებლად შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის უკანონო მძევალი. ის უნდა იყოს დაუყონებლივ გათავისუფლებული და ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი გეგმა, ვითარების ყველა სცენარით განვითარებისთვის“- განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი