თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს
20-11-2019, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია პირველად ტარდება და მასში ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების ექსპერტ-ანალიტიკოსები, ასევე, ქართველი სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

 


კონფერენცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოში პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანმა, შტეფან ანიჰოფერმა.  

 


ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ და მათთან გამკლავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი