ალეკო ელისაშვილი: „ამ ხალხის გამტყავებელმა ხომ დებილი გვიძახა?! - „ქართულ ოცნებაში“ თუ ვინმეს ჭკუა აქვს, გაიაზროს, რომ ასე თუ გააგრძელეს და დებილები გვიძახეს, სრულიად მაჟორიტარულზე თუ გადავიდნენ, გადატრიალებები წავა ქუჩებში, რაც მეზიზღება ორგანულად“
20-11-2019, 20:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოქრიაშვილმა თქვა გულწრფელად რასაც ესენი ფიქრობენ - დებილები ხართო თქვენ, თქვენ ვერ ხვდებით პროპორციული არჩევნები როგორ განსხვავდება მაჟორიტარულისგან, იმიტომ, რომ დებილები ხართო, ასე არ თქვა სიტყვა-სიტყვით? ამ ხალხის გამტყავებელმა ხომ დებილი გვიძახა?! - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.

 

 

მისი თქმით, კამპანია „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი“ ფარგლებში, ისინი რეგიონებში გასვლას იწყებენ.

 

 

„ჰოდა, გავდივართ რეგიონებში და „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი“ ასეთ კამპანიას ვიწყებთ ჩვენ, ჩავალთ, ხალხს დაველაპარაკებით, ავუხსნით და ვაჩვენებთ. სამი რამის გამო იხრჩობა ეს ქვეყანა სიღარიბეში, პირველი არის რუსეთი და ოკუპაცია, მეორე ის არის, რომ უზარმაზარი, ღორულად დიდი და გაბერილი ხარჯები აქვს მთავრობას, ათჯერ უფრო მეტი მუშაობს მთავრობაში, ვიდრე საჭიროა და მესამე და ყველაზე მთავარი - მაჟორიტარული სისტემის არსებობის გამო იხრჩობა საქართველო სიღატაკეში, განსაკუთრებით ეს რაიონებს ეხება, რაიონები იცლება, სახლები ჩამონგრეულია... ამ დროს, მაჟორიტარი დეპუტატები, ფეოდალები, წურბელები სისხლს წოვენ ამ ხალხს და რაიონსაც“ , - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

მისი თქმით, მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში ქვეყანაში გადატრიალებები დაიწყება.

 

 

„ქართულ ოცნებაში" თუ ვინმეს ჭკუა აქვს, გაიაზროს, რომ ასე თუ გააგრძელეს და დებილები გვიძახეს, სრულიად მაჟორიტარულზე თუ გადავიდნენ, გადატრიალებები, გადმოტრიალებები და რადიკალიზმი წავა ქუჩებში, რაც მეზიზღება ორგანულად, 13 წლის ვიყავი, როცა რუსთაველი დამიწვეს კიტოვანმა, სიგუამ და იოსელიანმა, ამიტომ იქით ვთავაზობთ გადამგდებებს გამოსავალს - ვადამდელი ან პროპორციული ანუ პატიოსანი არჩევნები, ან ეს იქნება, ან რადიკალიზმი, ამას შეეგუონ“ , - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   geniric
      
I adore your websites way of raising the awareness on your readers. geniric
24 ნოემბერი 2019 05:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი