"ბევრი შემოთავაზება მაქვს" - მინისტრობიდან გადაყენებული ბერუჩაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
01-09-2015, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბევრი შემოთავაზება მაქვს და განვიხილავ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა "ტელეიმედს" განუცხადა.


"თქვენ იცით ჩემი კარიერა, ჩემი პრიორიტეტები, ჩემი პროფესიული გზა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რაც წაადგება საქართველოს და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ეს არის ჩემი პრიორიტეტი, რომელსაც ვემსახურები 25 წელი. დანარჩენს მოვლენები გვიჩვენებს. არაფერი დრამატული არ არის, ამას უნდა შევხედოთ საღი თვალით", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.


დარჩება თუ არა საგარეო უწყებაში, ამაზე თამარ ბერუჩაშვილი ასე პასუხობს: "მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ".


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა. ღარიბაშვილმა კვირიკაშვილს მიანდო ბერუჩაშვილის მომავალი სამსახურებრივი ბედი და დაავალა, რომ მან გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. ღარიბაშვილმა ბერუჩაშვილს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი