ცხინვალის ციხეში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით გაფრინდაშვილის ოჯახმა დაიქირავა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს.
„შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა. მეტი არაფერი, ყველას მოკითხვას უთვლის, მეუღლეს, ყველა ნაცნობს. ყველაფერი კარგადაა, სიმართლე იზეიმებს“, - ამბობს ფიდაროვი.
ადვოკატის თქმით, ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც შეიძლება მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაეკისროს, 2 წლამდე პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაციაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.