თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა“
21-11-2019, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ამაზე ჩვენ ბევრი დრო არ უნდა დავხარჯოთ, არც პოლიტიკოსებმა, არც საჯარო მოხელეებმა".

 

 

მან აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება შერეული სისტემა, რომელიც არსებობს, სადაც არიან მაჟორიტარი და პარტიული სიით არჩეული დეპუტატები.

 

 

„ჩვენ ქვეყანა მისაყვანი გვყავს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში 2020 წლის არჩევნებამდე, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ძალა მომზადებული შეხვდება. სოფლებში შეხვედრები კვლავ გრძელდება, მათ შორის მინისტრების მონაწილეობით. ჩვენს ქვეყანას სჭირდება და უხდება ის შერეული სისტემა, რომელიც არსებობს, სადაც არიან მაჟორიტარი დეპუტატები, პარტიული სიით არჩეული დეპუტატები და სადაც არსებობს ელემენტარული ჯანსაღი ბარიერი, რაც უზრუნველყოფს ოკუპირებულ ქვეყანაში სტაბილურობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი“, უთხრა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი