ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წელს მთლიანად აღდგება მაჩხვარეთისა და აკეთის საბავშვო ბაღები. ახალი ბაღები შენდება წყალწმინდასა და ჯურუყვეთში. ასევე რემონტდება ჩიბათის, ნიგვზიანის, ჯურუყვეთის, ნინოშვილის საბავშვო ბაღები, ქვიანსა და მამათში კი ორ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ბაღებში დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ მოინახულეს.
"მომავალი თაობის აღზრდა ჩვენი ვალია. ყველა ღონეს მოვახმართ, რომ ჩვენი ბავშვები კარგ გარემოში გაიზარდონ და მათ განვითარებას ხელი შევუწყოთ. ბაღების ასეთი რეაბილიტაცია ლანჩხუთში არასდროს მომხდარა. აქამდე ბაღებისთვის არავის უზრუნია. ლანჩხუთში ორი ახალი ბაღი შენდება, ორის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორი უკვე მთლიანად გარემონტებულია. ეტაპობრივად ყველა საბავშვო ბაღს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი", განაცხადა ზაზა ურუშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.